ბესიკის ქუჩაზე დაპირისპირება იყო – პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა

ხმაური და დაპირისპირება იყო ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მარშს რამდენიმე ახალგაზრდა აედევნა. ისინი მარშის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბესიკის ქუჩაზე გადაინაცვლეს, რომლებსაც აქციის მონაწილეები დაედევნენ.
სანამ პოლიცია ვითარებას განმუხტავდა, აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
ასევე, პოლიციამ ადგილზე რამდენადმე სავარაუდოდ, პირი დააკავა.
პოლიციამ ერთი პირი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი