„ვიღაცამ შეიძლება იკადროს და სცადოს გაპრავება, მაშინ დიფსთეითი აძალებდათ“ – შოთა მარტინენკო

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, შოთა მარტინენკო:
„ქვეყანაში ახალგაზრდა ოჯახების 70% ინგრევა და გამრავლების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა იმიტომ, რომ ოცნების ხელისუფლება 2017 წელს შეუერთდა სტამბულის კონვენციას, შექმნა გენდერული პოლიცია და მიიღო რადიკალურად ფემინისტური, ანტიოჯახური კანონები, რომელთა საფუძველზეც კაცებს სახლში უბრალო შელაპარაკებაზეც კი ციხეში უშვებენ და ციხეები სავსეა ოჯახში კონფლიქტის გამო დაპატიმრებული კაცებით და ამის შედეგად მოშლილი ოჯახებით და უმამოდ დარჩენილი ბავშვებით.
ვიღაცამ შეიძლება იკადროს და სცადოს გაპრავება, მაშინ დიფსთეითი აძალებდათ და იმიტომ შეუერთდნენ სტამბოლის კონვენციას, სხვანაირად არ შეეძლოთო, მაგრამ მაშინ თუ დიფსთეითის ტყვეობას დავაბრალებთ ამ ანტიეროვნულ პოლიტიკას, ახლა რა უშლით ხელს ამ კანონების გაუქმებაში, ახლა ხომ აღარ ემორჩილებიან დიფსთეითს?!
ამიტომ მანამ, სანამ ამ ანტიოჯახურ კანონებს, რომლებმაც ოჯახის ინსტიტუტი თითქმის მთლიანად მოშალა ქვეყანაში, მკვეთრად არ გააუქმებენ, ხელისუფლების “გამოსწორებაზე” ყველანაირი ლაპარაკი უბრალოდ ამომრჩევლის თვალში ნაცრის არაკაცური და ჩათლახური შეყრაა და სხვა არაფერი.“

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი