ირაკლი კობახიძე – შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესება – გამოწვევები არის ორივე მიმართულებით

შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ამოცანაა, ასევე, შეიქმნას მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის.
„ინფრასტრუქტურის მინისტრთან ბატონ რევაზ სოხაძესთან ერთად შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში. მადლობას გადავუხდი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს, ამ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს