ირაკლი კობახიძე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე – სუს-მა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე – ოხანაშვილის დროს დაიწყო ამ საქმის მომზადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილის მუშაობის დროსაც აქტიურად მზადდებოდა ეს საკითხი.
„შეიძლება საკადრო მხარე იყო ამის მიზეზი, შეიძლება სხვა რამე, მაგრამ ფაქტია, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა გარემოებები, მაშინვე მიმართა პროკურატურას. ოხანაშვილის დროსაც აქტიურად მზადდებოდა ეს საქმე. მის დროს დაიწყო ამ საქმის მომზადება. კორუფციასთან ბრძოლა არის მამუკა მდინარაძის ერთ-ერთი მთავარი მისია”, – განაცხადა ირაკლი მ.