თინა ბოკუჩავა – დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ოლიგარქის მავნე გავლენების მოშორებას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას, ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება ვერ უზრუნველყოფს ამას, პირიქით

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ერთი ადამიანის, ერთი ოლიგარქის მავნე გავლენების მოშორებას და ინსტიტუციების დამოუკიდებლობას, ივანიშვილის მესამედ პოლიტიკაში დაბრუნება ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს ამას, პირიქით, – ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოზიცია სანქციებს ვერ ააცილებს.
„ფაქტია, რომ დამარცხების აღქმასთან ერთად, ივანიშვილის დაბრუნების ერთ- ერთი მიზეზი არის მისი სურვილი დასავლეთის მხრიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ გზავნილების ფონზე, მისი გავლენების ფორმალიზებით და ლეგალიზებით, თავი აარიდოს სანქციებს. თუმცა, როგორც ეს განმარტა ძალიან გავლენიანმა ევროპარლამენტარმა და ამას ჩვენც ვამბობდით, რომ მისი თავმჯდომარის პოზიციაზე დაბრუნება ვერანაირად ვერ ააცილებს მას გარდაუვალ სანქციებს, რომელიც დასავლეთიდან ელოდება, თუ ხელს არ აიღებს ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობაზე და უარს იტყვის, რომ არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი გზით გადააბაროს ხელისუფლება კოალიციურ, პროდასავლურ ხელისუფლებას,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ