პაველ ჰერჩინსკიზე – ამ ადამიანს დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ჩვეულებრივი რადიკალია

ამ ადამიანს [პაველ ჰერჩინსკის] დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ჩვეულებრივი რადიკალია. რადიკალები არიან, ამ ქვეყანაში, ის ადამიანები, რომლებიც სიძულვილს, სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩასა და პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურებიან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის რეგიონებში სამოქალაქო აქტივისტებთან გამართულ შეხვედრებს.
მისი თქმით, ეს ადამიანები იმართებიან, ფინანსდებიან და დირექტივებს გარედან იღებენ.
„ამ ადამიანს დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ჩვეულებრივი რადიკალია. ჩვეულებრივი რადიკალები არიან ამ ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებიც სიძულვილს, სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩასა და პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება. ეს ადამიანები იმართებიან, ფინანსდებიან და დირექტივებს გარედან იღებენ. მათ გლობალური ომის პარტია მართავს, აბა ვინ უნდა მართავდეს? ჩვენი ხომ არ გჯეროდათ, ეს არის ძალა, რომელიც მართავს მსოფლიოს, აგერ -ს პრეზიდენტის [დონალდ ტრამპის] გამოსვლა აიღეთ და საზეპიროდ დაიდეთ – თუ ვინ არის „დიფ-სთეითი“ და რას წარმოადგენს. ტრამპის პირველი დაპირება რაც იყო, მან ორ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, პირველი იყო გლობალური ომის პარტიის დამარცხება, რაც ჯერ არ მომხდარა და მეორე, ომის დასრულება, რაც ჯერ არ დასრულებულა. ეს არის ძალა, ვინც მართავს მსოფლიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)