“ჩემს ფეხბურთელს პრობლემა შეუქმნა” – ოსიმენის აგენტი ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა

მას შემდეგ, რაც ვიქტორ ოსიმენი ს აგენტის, მამუკა ჯუღელის გუშინდელ განცხადებას საკუთარ “ინსტაგრამგვერდზე” გამოეხმაურა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ნიგერიელის აგენტმა რობერტო კალენდამაც გააკეთა.
კალენდას თქმით, ჯუღელის განცხადება მიუღებელი და არასწორია.
“ყველა საკუთარი სახლისკენ უნდა იყურებოდეს და სხვის შრომას პატივი სცეს. სხვა მოთამაშეების მომავალზე საუბარი არასწორია, ეს პრობლემებსა და გაუგებრობას ქმნის.
მისი სიტყვები მიუღებელია, ჯუღელის განცხადებამ ჩემს კლიენტს ყოველგვარი მიზეზის გარეშე პრობლემები შეუქმნა.
ჩვენ “ნაპოლისთან” კონტრაქტი ახლახან გავახანგრძლივეთ, ვიქტორის ერთადერთი სურვილი “პარტენოპეის” დახმარებაა”, – ციტირებს კალენდას სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, ჯუღელმა “პირველ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთში გეგმავს.
ფაქტიურად ცეცხლი გაუხსნეს “პერეგავორას” და სამართლიადანაც ვინ შეარჩენდა აბა ამ გაუგონარ ყბედობას. რას წაგიგდია მაგ ენა კლიმაქსიანი ქალივით შენი პირადი მოვალეობა რაცაა ის რო ვერ მოაგვარე და ვერ აგვარებ წუწკ ლავრენტასთან იმიტო რო ლუზერი აგენტი ხარ და ალეგორიულად წყენა ოსიმენზე გადაიტანე რომელმაც არ გაგიტარა და შეგიკურთხა კიდეც მამაპაპურად. კი მეც ულაპარაკოდ ვიზიარებ იმაზრს რომ საშინელი უსამართლობაა ნიგერიელს 10 მილიონიან ხელფას უდებდეს აურელიო და კვარას ლამის დამლაგებლის ხელფასზე არბენინებდეს მაგრამ ეს შენი მოვალეობაა რომ ხელფასი ხვიჩასაც სათანადოთ მოუმატონ რასაც ნათელია ვერ ართმევ თავს არ გაქ მაგის ბაგაჟი/გაქანება და ესე ორღობის ჭორიკანასავით ტლიკინით “გული მოიფხანე” ვითომ და საკუთარ თანაგუნდელს კი დააპირისპირე რეალურად ხვიჩა ეს შეგნებულად გინდოდა თუ არ გინდოდა რეზულტატი სახეზეა ტიპი გაცოფებულია ერთი და მეორე მოიარა მთელი საფეხბურტო თუ არასაფეხბურთო ფეიჯები მთელ ევროპაში და ძალიან დიდ უხერხულობაში/და მოსაბოდიშებელ ვითარებაში ჩააგდე ხვიჩა შე მართლა პერეგავორავ რა.