საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის გენერალურ პროკურორს ლუსიენ ვონგს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, სინგაპურში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, სინგაპურის გენერალურ პროკურორს ლუსიენ ვონგს შეხვდა.
მათი ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.
„სინგაპურის რესპუბლიკაში ორმხრივ, საქართველოსა და სინგაპურის გენერალური პროკურორების შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სინგაპური პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30 -ე კონფერენციის მასპინძელი ქვეყანაა. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია წარმოადგენს ყველაზე წარმომადგენლობით საერთაშორისო პლატფორმას საპროკურორო უწყებებისთვის, რომლის მიზანია გლობალური თანამშრომლობის გაღრმავება, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროფესიული სტანდარტების განვითარება.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტ უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)