ზელენსკი: ყველაზე უფრო ეფექტიანი სანქციებია ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში, ტერმინალებში, ნავთობბაზებში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას თავის საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის სამხედროებს მადლობა გადაუხადა რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებისთვის.
„დღეს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც რუსეთს მართლაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ. ზარალს ფრონტზე. ზარალს სასაზღვრო ზონაში. ზარალს რუსეთის საკუთარ ტერიტორიებზე, ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დარტყმებით. განსაკუთრებით ეფექტიანი სანქციები – სანქციები, რომლებიც ყველაზე უფრო სწრაფად მოქმედებს – არის ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში, მათ ტერმინალებში, ნავთობბაზებში. არსებითად შეზღუდეს რუსეთის ნავთობის დარგი – და ეს არსებითად ზღუდავს ომს“, განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა კვირას დარტყმა მიაყენეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშში.
პარასკევს ლენინგრადის ოლქის პრიმორსკის პორტში დრონების მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ნავთობტერმინალის ფუნქციონირება შეაჩერა. აგრეთვე დაზიანდა ორი ნავთობტანკერი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია