„ლანსთან“ მატჩში ტრავმირებული პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა ხვალ გახდება ცნობილი.
კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყზე ნაკაწრები აღენიშნება, რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდება და გაირკვევა, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.
ის მოედნის დატოვებისას დისკომფორტს გრძნობდა, თუმცა სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე გადაადგილდებოდა და იმედია, 17 სექტემბერს „ატალანთასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში თამაშს შეძლებს.
აქამდე პარიზული გუნდის ფეხბურთელები უსმან დემბელე და დეზირე დუე იყვნენ ტრავმირებული, ახლა კი კვარაცხელიას გარდა მოედნის ნაადრევად დატოვება ლის და ბერალდოს მოუწიათ. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, რომელმაც ლავიწის ძვალი მოიტეხა და ოპერაცია გაუკეთეს, პირველ ტაიმს ტრიბუნიდან უყურა და შესვენების შემდეგ დაიკავა სათადარიგოთა სკამზე თავისი ადგილი.
ესპანელმა სპეციალისტმა მოთამაშეთა მდგომარეობის შესახებ თქვა, რომ გამოკვლევების შედეგებს ელოდება და სირთულეების წარმატებთ გადალახვის იმედი აქვს.
წიტაიშვილი აბუაშვილმა შეცვალა – “მეცმა” ფრედ ითამაშა
ახლა ხვიჩას დროა – ფრანგული გამოცემა პსჟ-ში ქართველის როლზე წერს
ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა
“რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ” – რა თქვა ლუის ენრიკემ “ანჟესთან” მატჩის შემდეგ?
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება – კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე – რა ხდება პსჟ-ში?
“ლიონმა” გიორგი მიქაუტაძის შემცვლელი დაიმატა
“კვარა” ისევეა, როგორც მე, იდეალურად” – ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
