დიდი ლურჯი ნათება ნიუ-იორკში უცხოპლანეტელების ხომალდი არ აღმოჩნდა

ხუთშაბათს ღამით ნიუ-იორკის ცაზე უჩვეულო, კაშკაშა ლურჯი ნათება გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ტრანსფორმატორის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქებისა და მისი შედეგების გამო ქალაქში გარკვეული ხნით შეფერხდა ელექტრომომარაგება, მეტროს მუშაობა და ზოგიერთი ფრენაც კი გადაიდო. თუმცა, ლა გვარდიას აეროპორტში ფრენები შუაღამისთვის განახლდა და სამუშაო პროცესი სრულად აღდგა.
ნიუ-იორკის უამრავმა მცხოვრებმა სოციალურ ქსელებში უჩვეულო ნათების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელა. ისინი წერდნენ, რომ ეს კოსმოსური ხომალდის ხმელეთზე დაშვებას ჰგავდა. ბევრი უცხოპლანეტელების გამოჩენასაც ელოდა. თუმცა ეს მოლოდინი მალე გააქარწყლა ერთ-ერთი ადგილობრივი ელექტრო-კომპანიის პრესსპიკერმა, კონ ედისონმა, რომელმაც “ტვიტერზე” დაწერა, რომ ეს არა სამყაროს აღსასრული, არამედ მცირე ინციდენტი იყო მათ ერთ-ერთ სადგურზე, ქვინსში. ტრანსფორმატორის აფეთქების მიზეზებზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)