არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი სავარაუდოდ არასრულწლოვანს სცემს.
კადრების მიხედვით, ინციდენტის შემსწრე არიან მცირეწლოვანი ბავშვი და კაცი.
„ნეტგაზეთი“ ცდილობს, გადაამოწმოს ინფორმაცია მოძალადის ვინაობის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 180-იდან 240 საათამდე, ანდა ორ წლამდე პატიმრობით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)