უკრაინა: ყირიმში დარტყმა განხორციელდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში დაარტყეს ს შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრს.
„10-11 სექტემბრის ღამეს, საზღვაო ძალების ქვედანაყოფებმა დარტყმა განახორციელეს ს დროებით ოკუპირებულ ავტონომიურ რესპუბლიკაში, 184-ე სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტული ბაზის „სევასტოპოლის“ ტერიტორიაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრზე“, ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული საკომუნიკაციო ცენტრი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ქვედანაყოფების კონტროლს უზრუნველყოფდა.
დარტყმის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ მოიპოვება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა ცირამუა წერს, რომ საგუნდო მუსიკის ფესტივალზე ქალთა კამერული გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს. ნინო წიკლაური კი, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორია, აცხადებს, რომ აფიშები უკვე დამზადებულია