რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს ჯვართამაღლებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ჯვართამაღლებას ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ჯვართამაღლებას ზეიმობს.
„დღესასწაული უკავშირდება იმ ისტორიული ჯვრის ამაღლებას, რომელიც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით იერუსალიმის მახლობლად იპოვეს, შემდგომ კი იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი, რათა ყველას შესძლებოდა მისი ხილვა. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”