პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს – მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა პროტესტის 290-ე დღესაც გადაკეტეს.
მანდამდე სლოგანით – „არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზოს”, აქციის მონაწილეები თსუ-თან შეიკრიბნენ და პარლამენტამდე მსვლელობით მივიდნენ.
მსვლელობის დროს ისინი “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეჩერდნენ, შემდეგ კი თავისუფლების მოედანს წრე დაარტყეს და მსვლელობა პარლამენტის წინ დაასრულეს.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, წევრები და მოქალაქეები.
ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ანდრო, რომელიც უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების გაღიმებაზე ზრუნავდა და თურმე აქედან ჰონორარი არასდროს აუღია – ციხეშია. “ოცნება”, რომელიც ბავშვებს ძარცვავდა, ისევ ძალაუფლებაშია

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…