სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გაგრძელებით ვართ დაინტერესებული

სომხეთი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მოლაპარაკებების გაგრძელებით ვართ დაინტერესებული. ასევე, გვქონდა არაფორმალური კონტაქტები და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში იქნება იმის შესაძლებლობა, რომ აზერბაიჯანული მხარის თანხმობა მივიღოთ და მოლაპარაკებები გავაგრძელოთ“, – განაცხადა მირზოიანმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა ორი ქვეყნის საზღვარზე შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ