ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბურჭულაძის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი 11 სექტემბერს დააკავეს. გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება და მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაურა კასტელი – მიუღებელია, პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, როცა უნდა იყვნენ პარლამენტსა და საჯარო დებატებში, ამავდროულად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო მეტად ღელავს მთავრობის დადანაშაულებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუტებშია