სინდისის პატიმარი ონისე ცხადაძე ციხიდან მოქალაქეებს მიმართავს. იუმორისტი ხალხს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
ცხადაძე ამბობს, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს რეალურია უვიზო მიმოსვლის დაკარგვა. სინდისის პატიმარის თქმით, საფრთხე ევროპულ განათლებას, მაღალი ხარისხის ჯადაცვის სერვისების მიღებას ემუქრება.
როცა გეუბნება ადამიანი, რომ გაძლევ ისეთ პრივილეგიას, რასაც მოგცემს კარგი ჯანდაცვა, განათლება, იმოგზაურო კარგ ქვეყნებში და შემდეგ გეუბნება, რომ შენ ვინც წარმოგადგენს, ის ცუდად იქცევა და ამას დაკარგავ თუ ასე გააგრძელებ, და შენ ამაზე ხმასაც არ იღებ, შენ არც კარგი განათლება და ჯანდაცვა არ გდომია. ან თუ ელოდები იმას, ეს თუ მოხდება, მერე შეშფოთდე და აღშფოთდე, მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. ბევრ რარაცას დავკარგავთ, მაგრამ თუ ბევრი რაღაცის დაკარგვა საჭიროა, რომ უფრო მეტი მოვიპოვოთ ოდესმე, კი ბატონო დავკარგოთ და შემდეგ მთელმა ერმა ვიშრომოთ, რომ საოცარი ქვეყანა გავაკეთოთ”, – აცხადებს ონისე ცხადაძე.