დმანისში არასრულწლოვანმა 18 წლის ბიჭი დაჭრა | მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა

დმანისში 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელი, 18 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ ინციდენტს წინ კამათი უძღოდა, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი გაქცეულია.
ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები იმყოფებიან.