არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად 353-ე მუხლის წარდგენა აბსოლუტურად წარმოუდგენელია – ზოდელავას ადვოკატი

არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად 353-ე მუხლის წარდგენა აბსოლუტურად წარმოუდგენელია – ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მურთაზ ზოდელავა არის დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშ პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება, რაც მის გათავისუფლებას ხელს შეუწყობს, უნდა იქნეს მიღებული.
„საზოგადოებამ ნახა კადრები. სადაც ჩანდა, რომ მურთაზ ზოდელავას მხრიდან არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, 353-ე მუხლით, რაზეც თავიდან აპელირებდა სუს-ი, მისთვის ბრალდების წარდგენა იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მაგრამ იმის გამო, რომ დაკავებული ჰყავთ და ეს დაკავება თითქოს რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციონ, გათავისუფლების ნაცვლად წარუდგინეს მას ბრალდება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, ეს არის სსკ-ის 364-ე მუხლის 1-ელი ნაწილი. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებას, ვნახოთ, რა შუამდგომლობით შევა პროკურატურა სასამართლოში. ჩვენი ამოცანა არის უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება. მურთაზ ზოდელავა არის დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშ პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება, რაც მის გათავისუფლებას ხელს შეუწყობს, უნდა იქნეს მიღებული. საერთოდ, ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ ბრალდება არ წარედგინათ და ისე გაეთავისუფლებათ“,- .განაცხადა ბექა ბასილაიამ.