“ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება…” – მიქაუტაძემ “აიაქსში” გატარებული პერიოდი გაიხსენა

“აიაქსიდან” “მეცში” განათხოვრებულმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გამოცემა Mosselle TV Sport-თან ინტერვიუში ამსტერდამულ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
ქართველი ფორვარდის თქმით, “აიაქსში” გატარებული პერიოდი რთული იყო, თუმცა ამ ყველაფერს თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა:
“ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მომენტი მაქვს. თუმცა ვფიქრობ, რომ “აიაქსში” გატარებული პერიოდი ნეგატიური არ ყოფილა. მაგალითად, ევროპალიგაზე ვითამაშე, მიუხედავად ამისა, უმთავრესი სათამაშო პრაქტიკის ქონაა.
ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება, მუდმივად წარმატებული ვერ იქნები. თუმცა მენტალურად საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის, რომ წინსვლა გავაგრძელო”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი ფრანგულ კლუბს 6 თვიანი
იჯარით დაუბრუნდა. “მეცს” მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში