სალომე სიმონია: ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დათო კოდუა, ხალხს უმტკიცებს, ევროპა ცუდია… ამ დროს, მისი გერმანიაში მომუშავე დისგან 50 000 ლარს იღებს გზავნილის სახით

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ოცნების დეპუტატი და ახლა უკვე ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დათო კოდუა, ხალხს უმტკიცებს, ევროპა ცუდია, მათგან არც დახმარება, არც რჩევები გვჭირდებაო. ამ დროს, მისი გერმანიაში მომუშავე დისგან 50 000 ლარს იღებს გზავნილის სახით.
არადა, რა ტრაგედიაც ზუგდიდში დატრიალდა, ის ევროპაში არასდროს მომხდარა – დენის გადასახადის, 50 ლარის უქონლობის გამო, გაჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახს დენი რომ ჩაუჭრეს და მერე ბავშვები სანთლისგან გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვნენ.
თავად ევროპაში აჩენენ და ასწავლიან შვილებს, იქ მკურნალობენ, გზავნილებს იღებენ და ჩვენ ამ უბედურებისთვის და ტანჯვისთვის გვიმეტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს