დაპატიმრებული თავდაცვის ექს მინისტრი გვიან ღამით კლინიკიდან სუს-ში გადაიყვანეს – ჯუანშერ ბურჭულაძე ახლა ბრალის წარდგენას მოდულის შენობაში ელოდება.
ადვოკატის განცხადებით, ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს დღეს გააცნობენ. რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უფლებადამცველი ამბობს, რომ ის სტაბილურია.
ექიმებმა გამოწერეს საავადმყოფიდან, ჩათვალეს, რომ აღარ საჭიროებდა, შესაბამისად გადმოიყვანეს გუშინ, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რაც შეეხება ბრალს, დღეს იქნება, პოზიცია ჯუანშერს არ შეუცვლია”, – აცხადებს ადვოკატი.