Reuters – კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები 39.5 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა და ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
გერმანიის გეომეცნიერებების კვლევების ცენტრმა მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდად შეაფასა.
იაპონიის მეტერეოლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გაუვრცელებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს