ეს მტრული აქტი საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა – პრემიერი „მეგობარ აქტზე“

განცხადება გაკეთდა, რომ ეს მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამ ურთიერთობებისთვის, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, საქართველო არის ამერიკული მხარის პოზიციის მოლოდინში.
„ვაცხადებთ, რომ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, იმ პარტნიორობის განახლება, რომელიც გააუქმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ტრამპის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის ჩვენი სურვილი, დანარჩენი არის დამოკიდებული ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, სრულიად ღია ვართ ამ ურთიერთობებისთვის, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას. რაც იქნება ამერიკული მხარის პოზიცია, იმის მიხედვით გაიმართება დისკუსიები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა -სთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი