გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა გარდაუვალია – თავის დროზე არ იცოდნენ, რომ სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში პარტიას უჩერდებოდა დაფინანსება, ახლა გაიგეს, რომ ასეთი კანონი არსებობს, ამიტომ უწევთ, რომ შემოიყვანონ დეპუტატები პარლამენტში

გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა გარდაუვალია – თავის დროზე არ იცოდნენ, რომ სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში პარტიას უჩერდებოდა დაფინანსება, ახლა გაიგეს, რომ ასეთი კანონი არსებობს, ამიტომ უწევთ, რომ შემოიყვანონ დეპუტატები პარლამენტში
გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ეს უკვე გარდაუვალია, ეს იურიდიულადაც პრაქტიკულად უკვე გააფორმეს, როდესაც განცხადებები დაწერეს სხვადასხვა თვითმმართველობაში, წამოსვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, მათ უწევთ, რომ შეიყვანონ დეპუტატები პარლამენტში, იმისათვის, რომ აღუდგეთ დაფინანსება მომავალი წლიდან.
„გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ეს უკვე გარდაუვალია. ეს იურიდიულადაც პრაქტიკულად უკვე გააფორმეს, როდესაც განცხადებები დაწერეს სხვადასხვა თვითმმართველობაში, წამოსვლასთან დაკავშირებით. შემოვლენ. თავის დროზე კანონი არ იცოდნენ. არ იცოდნენ, რომ სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში პარტიას უჩერდებოდა დაფინანსება. ახლა გაიგეს, რომ ასეთი კანონი არსებობს, ამიტომ უწევთ, რომ შემოიყვანონ დეპუტატები პარლამენტში, იმისათვის, რომ აღუდგეთ დაფინანსება მომავალი წლიდან. საინტერესო არ არის, შემოვლენ, არ შემოვლენ, არაფერს არ ცვლის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მომავალშიც მხარს დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგს