გურამ ნიკოლაშვილი-თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ

ქართული ოცნების“ საკრებულოს პროპორციული სიის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანელი მწერლის, „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს აზიარებს, სადაც როულინგი, მათ შორის, კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაზე გამოთქმულ შეფასებებს ეხმიანება და აღნიშნავს, „თუ გჯერათ, რომ პოლიტიკური ოპონენტები ძალადობით ან სიკვდილით უნდა დაისაჯონ, თქვენ ტერორისტი ხართ“.
ნიკოლაშვილი როულინგის მოსაზრებას იზიარებს და ერთ პუნქტს ამატებს, სადაც აღნიშნავს, რომ „ხოლო თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ“
„ხოლო თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ
ჯოან როულინგი:
– თუ თქვენ გჯერათ, რომ სიტყვის თავისუფლება მზოლოდ თქვენთვისაა და არა თქვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, თქვენ არალიბერალი ხართ.
– თუ ვერანაირი საპირისპირო მტკიცებულება ვერ შეცვლის თქვენს შეხედულებებს, თქვენ ფუნდამენტალისტი ხართ.
– თუ გჯერათ, რომ სახელმწიფომ უნდა დასაჯოს საპირისპირო შეხედულებების მქონე პირები, თქვენ ტოტალიტარი ხართ.
– თუ გჯერათ, რომ პოლიტიკური ოპონენტები ძალადობით ან სიკვდილით უნდა დაისაჯონ, თქვენ ტერორისტი ხართ.“-წერს ნიკოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში