კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა. საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი სასამართლოს კაცის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ.
დაკავებულს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით “ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია”, ისჯება ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში ბრალდებულმა კაცმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს. ცხოველი მიყენებული დაზიანებებით მოკვდა. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ერთი თვის შემდეგ, 8 იანვარს, გავრცელდა ფეისბუკში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ