უკრაინაში ჩავიდნენ პოლონეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

კიევში მოლაპარაკებებს მართავს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი. ის უკრაინის დედაქალაქ კიევში 12 სექტემბერს, დილით ჩავიდა.
ორი დღით ადრე, 10 სექტემბერს პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ზე ს მორიგი მასირებული შეტევის დროს ათზე მეტი რუსული დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და საჭირო გახდა მათი ნაწილის ჩამოგდება.
ვარშავამ მოსკოვი აგრესიაში დაადანაშაულა. რუსეთმა თავისი დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უარყო, რაც პოლონეთს არ სჯერა და შეტევას მიზანმიმართულს უწოდებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის ს რკინიგზის სადგურში დახვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა. მან სოციალურ ქსელ Х-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ არსებითი მოლაპარაკებები ექნებათ საერთო უსაფრთხოების, ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრების და მოსკოვზე ზეწოლის საკითხებზე.
11 სექტემბერს -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონები შესაძლოა, შეცდომით შეიჭრნენ. „არა, ეს არ ყოფილა შეცდომა“, – დაწერა პასუხად სოციალურ ქსელ Х-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ.
12 სექტემბერს კიევში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერიც. მან მინისტრის თანამდებობა ახლახან დაიკავა და პირველი ვიზიტი სწორედ უკრაინაში აქვს.
ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. ლონდონმა უკრაინას გამოუყო კიდევ 142 მილიონი გირვანქა სტერლინგი, საიდანაც 100 მილიონი მოხმარდება ფრონტისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო 42 მილიონი – დაზიანებული ენერგოობიექტების აღდგენას.
კიევში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დღეს, 12 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ 100 ახალი სანქცია აამოქმედა პოლონეთში ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და კიევზე ამასწინანდელი (7 სექტემბრის) შეტევისას მთავრობის შენობის დაზიანების გამო.
ლონდონის ახალი სანქციები შეეხო რუსული ნავთობის გადამტანი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებისა და რუსეთისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიმწოდებელთა კიდევ ერთ ნაწილს.
სანქცირებულია 70 გემი და 3 ფიზიკური და 27 იურიდიული პირი.
ფორუმი