“ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერიან პაპუაშვილი – ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რომ უზრუნველვყოთ თითოეული პრობლემის ეფექტური მოგვარება. მოსახლეობის ჩართულობა და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია არის ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერიან პაპუაშვილი სანზონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და იქ არსებულ პრობლემებს ეცნობა. პაპუაშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანია, რომ თითოეული პრობლემა დროულად მიიტანონ შესაბამის უწყებებამდე და უზრუნველყონ მათი ეფექტური მოგვარება. “წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სანზონაში, გვაზაურის ქუჩის მოსახლეობას შევხვდი. შეხვედრაზე დეტალურად ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურად აწუხებს ადგილობრივებს. განსაკუთრებით გამოიკვეთა წყლის მიწოდებისა და შიდა გაყვანილობის საკითხები. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რომ თითოეული ასეთი პრობლემა დროულად მივიტანოთ შესაბამის უწყებებამდე და უზრუნველვყოთ მათი ეფექტური მოგვარება. მოსახლეობის ჩართულობა და მათთან პირდაპირი კომუნიკაცია არის ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი.”- წერს ვალერიან პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა გარდაუვალია – თავის დროზე არ იცოდნენ, რომ სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის შემთხვევაში პარტიას უჩერდებოდა დაფინანსება, ახლა გაიგეს, რომ ასეთი კანონი არსებობს, ამიტომ უწევთ, რომ შემოიყვანონ დეპუტატები პარლამენტში