“ნაპოლის” ყოფილმა მცველმა ფაუზი გულამმა “მანჩესტერ სიტის” ახალწვეულის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა.
“ჰატაისპორის” ფეხბურთელის თქმით, პსჟ იტალიელ მეკარეს უპატივცემულოდ მოექცა.
“პსჟ-მ დონარუმას გაშვებით უდიდესი შეცდომა დაუშვა, ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ ენრიკეს სურვილის მიხედვით ემოქმედათ. ფეხბურთელი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა, არ შეიძლება ასე მოექცე. “ჯიჯიო” მსოფლიოს ორ-სამ საუკეთესო მეკარეს შორისაა და ის Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზეც იქნება, მაგრამ რა მოხდებოდა მისი შეძენა გვარდიოლას რომ არ მოესურვებინა?
ალბათ, მეორე ნომრად დარჩებოდა. მესმის, რომ შევალიე ძალიან ძლიერი მეკარეა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, თუ ამბობდნენ, რომ დონარუმა ფეხით თამაშში სუსტია, გვარდიოლამ მისი შეძენა როგორ მოინდომა?! ყველამ ვიცით, რომ ეს მიზეზი აბსურდულია. მე პარიზში ვცხოვრობ და კარგად ვიცი, თუ როგორ უყვართ ამ ქალაქში დონარუმა, მას თანაგუნდელები და გულშემატკივრები უდიდეს პატივს სცემდნენ. პსჟ-ს გადაწყვეტილებას ვერაფრით ვხსნი, ეს სულელური გადაწყვეტილება იყო”, – გულამის სიტყვებს Corriere dello Sport-ი ციტირებს.
შეგახსენებთ, დონარუმა “მანჩესტერ სიტის” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მის შემცვლელად კი პსჟ-მ ლუკა შევალიე 40 მილიონ ევროდ დაიმატა.
“სახლის შეძენისას დედას მხოლოდ ეს კითხვა დავუსვი” – ლამინ იამალი
თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, “სიტის” კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს
“მანჩესტერ სიტი” გამოირიცხა? – პსჟ-მ დონარუმას თაობაზე შეთავაზება მიიღო
“პსჟ იტყუება და მანიპულირებს” – საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა
დონარუმა “სიტისთან” ერთ ნაბიჯშია – იტალიელი მალე პრემიერ ლიგას მიაშურებს
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
საგა დასრულდა – ედერსონი “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელი გახდება – “სიტი” კი დონარუმას შეიძენს
საფონოვი: დილაუთენია მეუღლემ საწოლში გამაღვიძა და…
“ნაპოლის” ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ
[VIDEO] ზაბარნიმ დონარუმას გაცილებისას საფონოვთან დაკავშირებით ასეთი რამ გააკეთა – რა ვიდეოს აქვეყნებს უკრაინული მედია
პსჟ-მა დონარუმას გუნდიდან მალე წასასვლელად მისი სატრანსფერო ფასი დაწია
მამარდაშვილის და კვარაცხელიას გუნდი მთავარ პრეტედენტებში – Optas სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა
როდრიმ მისი აზრით “ოქროს ბურთის” ორი ფავორიტი დაასახელა
