აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, ზომები მიიღოს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, რაციონალიზაციას ახდენენ, ან ამსუბუქებენ“ კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას და რომ საკონსულოს წარმომადგენლებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ დაავალა.
„წამყვანი პოლიტიკური ფიგურის საშინელი მკვლელობის გათვალისწინებით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უცხოელები, რომლებიც ძალადობასა და სიძულვილს ადიდებენ, ჩვენს ქვეყანაში მისასალმებელი სტუმრები არ არიან. აღშფოთებული ვარ, როდესაც სოციალურ მედიაში ვხედავ, როგორ აქებენ, რაციონალიზაციას უკეთებენ ან ამსუბუქებენ ამ მოვლენას და ჩვენს საკონსულო თანამშრომლებს შესაბამისი ზომების მიღებისთვის მივმართე“, – აღნიშნა ლანდაუმ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ რა ზომებს გულისხმობდა.
ლანდაუს პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა:
„ადმინისტრაცია არ თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა ვიზები უნდა მისცეს იმ პირებს, რომელთა ჩვენს ქვეყანაში ყოფნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს არ შეესაბამება“.




