რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სარატოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სარატოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ ენგელსის რაიონში ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში სამხედრო აეროპორტი მდებარეობს, სადაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.
უკრაინულ მხარეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ