ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ევრო 2026-ის საგზურისთვის ბრძოლაში ავთანდილ ასათიანის გუნდი ს ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას ბრატისლავა 23 სექტემბერს უმასპინძლებს.
სლოვაკეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში 15 ფეხბურთელით დაიწყო, მათ შორის ერთი დებიუტანტი, პსპ-ს შემტევი გიორგი ხაბალაევია. ნაკრები სრული შემადგენლობით 14 სექტემბრიდან მოემზადება – გიორგი ღავთაძე გუნდს საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ხაბალაევი (პსპ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
NAKREBI.GE
ტრამპის იმედი აქვთ – დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველო – რუმინეთი | ფუტსალის ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
საქართველო 2:0 რუმინეთი
ფუტსალი | საქართველო 3:0 რუმინეთი
ფუტსალი | ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება