მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი, ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, ტრაგიკული მოვლენაა

მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი, ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, ტრაგიკული მოვლენაა
მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი, ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, ტრაგიკული მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოველდღე ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როდესაც ხან 50 კაცი დგას იქ, მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე, ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს.
„ერთადერთი რასაც აღწევენ, არის ის, რომ მუდმივად რაღაც დიღის წესრიგისმაგვარს ქმნიან. სადღაც მოაწყვეს პროვოკაცია, რაღაც რადიკალური აქცია და ა.შ. ეს არის ერთადერთი. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღე ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როდესაც ხან 50 კაცი დგას იქ, მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე. ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს, ეს არის სპეცსამსახურებში დაწერილი მარტივი სცენარები. მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი. სპეცსამსახურებიდან იმართება ეს ყველაფერი, ეს ადამიანებიც, რომლებიც მიდიან შტაბთან, ჩვეულებრივად საბოლოო ჯამში, ზოგმა არც იცის, ზოგი პირდაპირ, ზოგი არაპირდაპირ იმართება სპეცსამსახურების მიერ. ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ. ტრაგიკული მოვლენაა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ჰგავს არც ერთი არც ქართველს, არც ქალს, არც კაცს, ყველაფერი, ყველანაირი იდენტობა აქვთ დაკარგული, არის აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები საბოლოო ჯამში გადასარჩენები არიან, ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია, ვნახოთ იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ადამიანებიც გამოსწორების გზას დაადგებიან“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ქვეყანაში, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ

ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის, ვერ შემოდიან საერთოდ დისკუსიაში, რომ შემოვიდნენ, ნახავენ, რომ საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს მათი პოზიცია

ჩვენ ვუპირისპირდებით რევოლუციის გამუდმებულ მცდელობებს და ამის გამო იქნა მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ვერ შემოდიან აქაც დისკუსიაში, ხომ ვერ გვეტყვიან ღიად, რომ შენ უნდა შეეგუო იმას, რომ თუ მოგვინდა, გაუმჭვირვალედ მოგიწყობთ ქვეყანაში რევოლუციას