ბითაძის 16 წუთი – “ორლანდო” “მინესოტასთან” დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “მინესოტა ტიმბერვულსს” უმასპინძლა და 92:113 დამარცხდა.
“ორლანდოს” რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 16:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “მინესოტას” ლიდერი კარლ ენტონი თაუნსი გახდა, დომინიკელმა კალათბურთელმა 28 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.
ამრიგად, “ორლანდო” 21 მოგებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. “მეჯიქი” მორიგ მატჩს 13 იანვარს, “მაიამი ჰიტის” წინააღმდეგ
გამართავს.
“მინესოტა” 26 გამარჯვებითა და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილზეა. “ტიმბერვულსი” 11 იანვარს, “ბოსტონ სელტიქსს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში