დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას თუ იდიოტები არიან

დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას თუ იდიოტები არიან
დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას თუ იდიოტები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, მ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, კირკის მკვლელობა შემზარავი ბოროტებაა.
„შემზარავი ბოროტება მოხდა. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო მაშინ, როდესაც არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს. ამ ტრაგედიას ჩვენს ლოკალურ დონეზე ამძაფრებს ის, რომ ადამიანები, რომლები ოპოზიციონერებად ასაღებენ თავს და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, თავიანთი ქმედებებით მიდრეკილნი უნდა იყვნენ, შეინარჩუნონ ან მოიპოვონ მორალური უპირატესობა, თუმცა ანიავებენ, ხელისუფლებას აბარებენ ამ მორალურ უპირატესობას. დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ, ამხნევებენ ამ საზარელი დანაშაულის ავტორს, ხოლო „ქართული ოცნება“ გამოდის ვითომ დამცველი კონსერვატიული ღირებულებებისა და ადამიანის სიცოცხლის. ვერ ვხვდები, ქმედებებს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებულია და მათთან შეკვეთით აკეთებს ოპოზიციონერი აქტივისტების დიდი ნაწილი თუ უბრალოდ იდიოტები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც ს მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის, ვერ შემოდიან საერთოდ დისკუსიაში, რომ შემოვიდნენ, ნახავენ, რომ საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს მათი პოზიცია

ჩვენ ვუპირისპირდებით რევოლუციის გამუდმებულ მცდელობებს და ამის გამო იქნა მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ვერ შემოდიან აქაც დისკუსიაში, ხომ ვერ გვეტყვიან ღიად, რომ შენ უნდა შეეგუო იმას, რომ თუ მოგვინდა, გაუმჭვირვალედ მოგიწყობთ ქვეყანაში რევოლუციას