ცნობილი გახდა, რა ვითარებაში მიიღო ჭრილობა და როგორ მოიტეხა ლავიწის ძვალი არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ესეკიელ ლავეციმ.
ოჯახის წევრები ამჯერად ამტკიცებენ, რომ ესეკიელს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ნერვული შეტევისას მუცლის არეში მაკრატლით მიიყენა ჭრილობა. მის დაწყნარებას ძმა ცდილობდა და შეხლა-შემოხლისას ლავიწის ძვალი გაუტეხა.
“მარკას” ცნობით, ესეკიელს მოჩვენებები და შიში აქვს, თითქოს ვინმე ემუქრება და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.