სუს-ის შენობაში, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან უფლებადამცველები შეუშვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მუთაზ ზოდელავა უკვე რამდენიმე საათია დაკავებულები არიან, ადვოკატები შევიდნენ.
უფლებადამცველები დაკავებულებთან შესვლას რამდენიმე საათი ელოდებოდნენ.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურთან, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა არიან დაკავებულები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები იმყოფებიან.
ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…