რუსეთის ფედერაცია მორიგ პროვოკაციულ განცხადებას ავრცელებს. სერგეი ლავროვის უწყება თამაზ გინტურის მკვლელობის გამო პასუხიმგებლობას იხსნის და პირიქით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოკლულ მოქალაქეს აქეთ ადანაშულებს უკანონო საზღვრის კვეთაში, არადა სალოცავად წასული გინტური საკუთარ სოფელში, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ქართულ მხარეს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და თან აცხადებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზეც უნდა დაიწყოს მსჯელობა. ფაქტია, პუტინის რეჟიმი აქტიურად განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შეურაცხყოფას და ფეხქვეშ გათელვას. ამ დროს კი “ქართული ოცნება” ლამის კრემლის პრესპიკერადაა გადაქცეული.
იხილეთ ასევე:
· გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ “აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ახალი გამწვავებების ასაცილებლად”
· რუსეთის ტყვეობაში ჩავარდნილი ქართველი მებრძოლები | საგარეოს პირველი განცხადება