ნატო ჩხეიძე: ხელისუფლება მაშინ ემხობა, ხალხი რომ დაცინვას იწყებს. მასხრად რომ აიგდებს ხელისუფლებას

ექიმი, ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე:
სერიიდან:
რა ხდება და როგორ ხდება
ხელისუფლება მაშინ ემხობა, ხალხი რომ დაცინვას იწყებს.
მასხრად რომ
აიგდებს ხელისუფლებას.
მარტო იუმორისტული გადაცემები კი არა, ხალხი, ქუჩა, ბევრი მოქალაქე, საზოგადოება….
დაინახეს რა ხაბეს გაბედულება, ხმის რიხი, მსმენელზე გადამდები მუხტი, გავლენის მოხდენის უნარი….
რაც ხალხში იმედს ზრდის, იმედის, რომ მართლაც მოხდება რაღაც.
რაღა რაღაც.
მართლაც დაემხობა ეს მთავრობა.
და… იჭერენ.
მის გვერდით მყოფ ზოდელავასაც იჭერენ, სხვასაც დაიჭერდნენ, ისიც რომ გატოკებულიყო…
დამნაშავეაო, – ამტკიცებენ თავგზაარეული დამჭერები, – რადგან ორგანოებში მომუშავე ხალხს ქრთამი შესთავაზაო, წამოდით მანდედან და მერე, ხელისუფლება რომ შეიცვლება, 200 ათასს მოგცემთო. ეს როგორ შეიძლებაო, არაკონსტიტუციურიაო,- ამბობს არალეგიტიმური მმართველიბა.
და ისმის კიდეც სხვადასხვა ადგილებიდან:
– მე 400 ათასს ვიძლევი;
– – მე 600 ათასს ვიძლევი;
– მე მილიონს ვიძლევი!..
გაჩაღდა აუქციონი პირდაპირ ეთერში:))
რა გინდა უყო ასეთ ხალხს?..
როგორ გინდა შეაჩერ/შეაკავო?..
რით გინდა დაადუმო?..
არსაიდან ხსნა აღარ ჩანს.
სიცილს რომ იწყებს ხალხი, ხელისუფლების მასხრად აგდებას რომ იწყებს, მერეა ის ხსნა ბუზისტოლადაც რომ აღარ მოჩანს ხოლმე…

ასევე დაგაინტერესებთ