ისრაელის ჯარები მიაღწევენ „ჰამასის“ ყველა წევრამდე ღაზის სექტორის ყველა კუთხეში – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის ჯარები მიაღწევენ „ჰამასის“ ყველა წევრამდე ღაზის სექტორის ყველა კუთხეში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან ბაზირებულ ისრაელის არმიის ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის არმიას აქვს ორი ამოცანა: „ჰამასის“ განეიტრალება და მძევლების სახლში დაბრუნება.
„გახსოვთ, როდესაც თქვეს, რომ ღაზაში არ შევიჭრებოდით? შევიჭერით. მათ თქვეს, რომ ჩვენ ვერ მივიდოდით ღაზის გარეუბნებში, ჩვენ მივედით. მათ თქვეს, რომ შიფაში არ შევიდოდით, შევედით. ღაზაში ადგილი არ არის, სადაც ჩვენ ვერ მივაღწევთ. „ჰამასის“ მკვლელებისთვის სამალავი და თავშესაფარი არ არსებობს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ