ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ უფლებადამცველებს ხაბეიშვილთან არ უშვებენ – ასევე, სახალხო დამცველს მოუწოდებენ, დაკავებული მოინახულოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართავენ.
როგორც ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, უკვე 2 საათია, რაც დაკავებულ ხაბეიშვილთან ადვოკატებს არ უშვებენ.
როგორც ის აღნიშნავს, იმისათვის, რომ ხაბეიშვილს სწრაფი იურიდიული მომსახურება გაეწიოს, მასთან უფლებადამცველები უნდა შეუშვან.
ტყეშელაძე სახალხო დამცველს მოუწოდებს, უწყებასთან გამოცხადდეს და დაკავებული პოლიტიკოსი მოინახულოს.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…