თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, დაკავების დროს სავარაუდოდ შეუძლოდ გახდა. მისი საცხოვრებელი მისამართზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
“TV პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ ბურჭულაძეს ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული. როგორ მიიღო დაზიანება, მისი ოჯახი არ აზუსტებს.
ექს-მინისტრის ადვოკატის განცხადებით, ბურჭულაძე სახლში გადაადგილებისას წაიქცა, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება და ჰქონდა წოლითი რეჟიმი. ამჟამად ის კლინიკაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავა.
ბურჭულაძეს ბრალი ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
