“საჯაროდ პირდებოდა ძალოვნებს 200 000 დოლარს” – ხაბეიშვილს 7 წლამდე პატიმრობა საჯარო განცხადებების გამო ემუქრება

საჯარო ინტერვიუების გამო დააკავეს – ამის შესახებ სუს-ში გამართულ; ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საჯარო სივრცეში – ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 დოლარის გადახდას. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 000 დოლარის ქრთამის სახით გადახდას, საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაჰპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც. ლევან ხაბეიშვილმა, ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისათვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი, სისტემატური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებული იქნა ჩვენ მიერ, ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს უწყება,
ოპოზიციონერ ლიდერს 4–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სინამდვილეში, ხაბეიშვილმა თქვა, რომ ვინც არ დაარბევს ქართველ ხალხს, ის მიიღებს ამ თანხას, ის, ვინც არ ესვრის ქართველ ხალხს. სუსმა, გამოდის, იცის, რომ ძალოვნები აქციებს კი არ შლიან, არამედ არბევენ? და დარბევის უფლება სურს კანონიერად აქციოს? სხვა შემთხვევაში, თუ ქართველ ხალხს დარბევას და სროლას არ უპირებენ, გაუგებარია, რა არის უკანონო ამ განცხადებაში.
“მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში. დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის” – თქვა ლევან ხაბეიშვილმა ივლისის ბოლოს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში
ცნობისთვის, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ხაბეიშვილმა ასევე საჯაროდ თქვა, რომ ივანიშვილი ს მოხსნას უპირებს, ხოლო მდინარაძე კი “ჭორიკანა და ასინეთაა”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ სამშობლო გვაერთიანებს. ის იმდენად მაღლა დგას და ის რწმენა, რომლითაც ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ერთმანეთის მიმართ რწმენა გვაქვს და საქმეში გამოცდილი გვაქვს ეს ყველაფერი…

მიხეილ ყაველაშვილი – ვინ აზიანებს ევროპულ ღირებულებას, რისკენაც იყო ჩვენი წინაპრების, საზოგადო მოღვაწეების, ლიდერების სწორება? – მზად ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ მათი ქმედება, დამოკიდებულება შეურაცხმყოფელიც არის