ლაშა ბერულავა: წმინდა მატრონას კანონიკური ხატებიც არსებობს და მათ არავინ ერჩის. ეგ “ხატი” კი არაკანონიკურად აღიარეს თავად რუსებმა

“რაც სამებაში იყო გამოფენილი, არაა ეგ ხატი: არაკანონიკურადაა დაწერილი და მისი ადგილი ტაძარში არ არის.
წმინდა მატრონას კანონიკური ხატებიც არსებობს და მათ არავინ ერჩის.
ეგ “ხატი” კი არაკანონიკურად აღიარეს თავად რუსებმა და ეკლესიიდან გაიტანეს.
არ არის ხატი – არ არის არც ხატისადმი უდიერი მოპყრობა (ვანდალიზმი, როგორც ამას სახელისუფლებო რესურსები წერენ).
ტაძრიდან გატანის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო აქტივისტის მხრიდან იმ ნაბიჯის გადადგმაში, რაც ნატა ფერაძემ გადადგა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ: ხატისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია ამ შემთხვევაში, დახატულ და ხატად მიჩნეულ ნამუშევარს შეასხეს საღებავი.
სხვაა, რა მიაჩნია ხატად პატრიოტთა ალიანსს და სულ სხვაა, რა დატვირთვა და განმარტება აქვს სიტყვას “ხატი” – წერტილი,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი – იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ