“საკუთარის დაკავება” ოპონენტების დაკავების უხარისხო ბალანსის მცდელობაა” – გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:
“საკუთარის დაკავება” ოპონენტების დაკავების უხარისხო ბალანსის მცდელობაა.
სინამდვილეში, ეს “საკუთარიც” ის ადამიანებია, ვინც რაღაცაში არ აყვნენ არსებულ ძალაუფლებას, განდგნენ გვერდით და მშვიდად ყოფნა არჩიეს, ამით აღმოჩნდნენ ყოფილი “საკუთარები” ახლა უკვე მტრებად.
ასეთივე ყოფილია ყოფილი პრემიერიც, თუმცა მას დღევანდელი ძალაუფლების მომხრეებში თავის ფასი აქვს და საინტერესოა როგორ გარისკავენ და როგორ შეფუთავენ.
დღევანდელმა ძალაუფლებამ რაღაც ფორმულა მიიღო და ამით მოქმედებს:
– ორიოდე პატიმარი გაანთავისუფლეს, დანარჩენი ციხეში გაუშვეს, ზოგსაც ვითომდა “შეუმსუბუქეს”.
ამით ფსევდოჰუმანურობის იერს იქმნიან.
– რამდენიმე “თავიანთი” დაიჭირეს და ოპოზიციის ხელმძღვანელ პირებს კიდევ უფრო მასობრივად დევნიან.
ამით ფსევდოობიექტურობის იმიჯზე მუშაობენ.
მთლიანობაში ეს ყველაფერი ფსევდოსამართლიანობის დისკურსზე მუშაობაა, რომლის პროპაგანდისტული მეთოდიც ინფორმაციულ ხმაურს ისახავს მიზნად, რომ მკაფიოობა რეალობის აღქმის მოიხსნას, პოზიციები გაბუნდდოვანდეს და ბალანსის ილუზორულობა შეიქმნას.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს