სუსმა ზოდელავა დააკავა: „ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა მობილური“ – მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 11 სექტემბერს, ენმ-ის ლიდერ ს დაკავების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც დააკავა.
ხაბეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში, შენობის შესასვლელთან დააკავეს.
სუსის განცხადების თანახმად, ხაბეიშვილმა იქვე მდგარ ზოდელავას „დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი“, რის შემდეგაც „ზოდელავამ აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა“.
ამ დროს, სუსის განცხადების თანახმად, ზოდელავამ „გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე“.
პოლიტიკოსს ბრალად ედება „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“.
მურთაზ ზოდელავას 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა