400 000 დოლარს ვპირდებით ყველას, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებას, გამოვიდნენ და ჩვენც დაგვაპატიმრონ – ირაკლი ნადირაძე

400 000 დოლარს ვპირდებით ყველას, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებას, გამოვიდნენ და ჩვენც დაგვაპატიმრონ – ამის შესახებ სუს-ის შენობასთან მისულმა ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რა მიზეზით დააკავა მდინარაძის უწყებამ ლევან ხაბეიშვილი.
ნადირაძე ამბობ, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი რომ დაიჭიროს ივანიშვილის გუნდმა, “მათი განაჩენი უკვე გამოტანილია”.
“ლევან ხაბეიშვილი 200 000 დოლარს სთავაზობდა მათ, ვინც უკანონო დავალებების შესრულებაზე იტყოდა უარს. სრული სიგიჟეა, აი ეხლავე ვიძახით, 400 000 დოლარს ვპირდებით ყველას, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებას. მარტო მე კი არა, ყველა ლიდერი ვპირდებით ორმაგს, გამოვიდნენ ახლა და დაგვაპატიმრონ. არ გვეშინია. ლევან ხაბეიშვილი კი არა ყველა რომ დაგვიჭირონ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისადმი განაჩენი გამოტანილია და 4 ოქტომბერს ეს რუსები აუცილებლად დამთავრდებიან”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…