მიხეილ სააკაშვილი – ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავება კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულებაა, აღარაფერს ვამბობ სამარცხვინო, უბადრუკ მოტივებზე – გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა

ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავება არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციონერების ს და მურთაზ ზოდელავას დაკავებას ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახლა საჭიროა საყოველთაო მობილიზება და შეტევაზე გადასვლა.
„დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა.ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება. აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო უბადრუკ მოტივებზე, რომლითაც ისინი დაიჭირეს.ჩვენ გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა.აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება საქართველოს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.როგორც სუს-ში განაცხადეს, „ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე.დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, სუს-მა დაადასტურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას დაკავება. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. უწყებაში განაცხადეს, რომ ზოდელავას ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

პეტერ ფიშერი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ – მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით